LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შს მინისტრად, სავარაუდოდ, ანზორ ჩუბინიძე დაინიშნება

349

შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, გენერალ-მაიორი ანზორ ჩუბინიძე დაიკავებს, ინფორმაციას ”პრაიმნიუსჯორჯია“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით,  ანზორ ჩუბინიძემ შეთავაზება პირადად ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო. წყაროსინფორმაციით, ცვლილება არჩვენებამდე განხორციელდება.

ანზორ ჩუბინიძემ შსს მინისტრის პოსტზე შეთავაზება ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში შემდეგ კი მიმდინარე წლის დასაწყისში მიიღო, თუმცა მაშინ ჩუბინიძემ მინისტრის პორტფელის ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

ამ დროისთვის უცნობია სად გააგრძელებს საქმიანობას შს ამჟამიდელი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი.