LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შს მინისტრი – აბასთუმნის თავზე ცეცხლის ახალი კერაა

119

აბასთუმნის თავზე ცეცხლის ახალი კერაა, რომელიც დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ შორს არის, – ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მიუვალი ტყეა და გზები პრაქტიკულად იქ არ არის.

მისი თქმით უკვე გამოიძახეს მძიმე ტექნიკა, რომელიც უახლოეს საათებში ადგილზე იქნება და გზების გაჭრას დაიწყებს, რათა სახანძრო მანქანები ცეცხლის კერამდე მივიდეს.

„შემოგვიერთდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირადი შემადგენლობა, რომელმაც ბორჯომშიც და ახალციხეშიც მოახდინა ხანძრის კერების ლიკვიდაცია. ეს ადამიანები გადმოვისროლეთ ამ ცხელ წერტილში. მობილიზებულები ვართ, ავიაცია ჯერ კიდევ მუშაობს. ჩვენ დავიტანეთ რუკაზე კოორდინატები და ამ რუკის მიხედვით ვკარნახობთ ვერტმფრენს, თუ სად უნდა დაასხას წყალი, სად არის დაკვამლიანება და ღია კერები“, – განაცხადა მღებრიშვილმა.

გიორგი მღებრიშვილის თქმით დიდი დაკვამლიანობის გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის თქმა, თუ რა ფართობზეა მოდებული ღია ცეცხლი.

„თუ საჭირო გახდა, მეგობარი ქვეყნების ჩართულობა ხანძრის ლიკვიდაციაში, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ“ – განაცხადა შს მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები