LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შს მინისტრი პარლამენტში 18 მაისს მივა

52

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში 18 მაისს მივა. მდინარაძის თქმით, გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე პლენარულ სხდომაზე წარსდგება.

„დღეს შინაგან საქმეთა მინისტრთან კონსულტაციებით გადაწყდა, რომ შს მინისტრს საქართველოს პარლამენტი მოუსმენს პარასკევს. ის პარლამენტის წინაშე წარსდგება პლენარულ სხდომაზე და არა მხოლოდ რომელიმე ფრაქციის ან კომიტეტის ფორმატში. დაისმება ყველა კითხვა, რომელიც დეპუტატებს გააჩნიათ. ვინაიდან, კონსულტაციების დროს ბატონმა მინისტრმა თქვა, რომ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი აქვს, ეს კითხვები და პასუხები საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები