LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შს მინისტრის მოადგილის განცხადებით, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმე გახსნილია

67

შს მინისტრის მოადგილის ბესიკ ამირანაშვილის თქმით, გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმე გახსნილია. მან ეს განცხადება,”იმედის” პირდაპირ ეთერში გააკეთა:

გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების საქმე გახსნილია. 3 დღის განმავლობაში ხორციელდებოდა კომპლექსური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, რის შედეგადაც, დადგენილია დანაშაულში მონაწილე სავარაუდო პირი.

ამჟამად მიმდინარეობს დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები, საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით.

ბესიკ ამირანაშვილის თქმით, ამ წუთებში, გლდანში ეჭვმიტანილის ბინის ჩხრეკა მიმდინარეობს.

ასევე, გავრცელებული ცნობით, ამავე საქმეზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს კრწანისის რაიონშიც.

პოპულალურები