LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შს მინისტრმა გორში საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ახალი შენობა გახსნა

247

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიასთან და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორ ზვიად ქაწაშვილთან ერთად, გორში შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს განახლებული შენობა გახსნა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ძველი სახანძრო-სამაშველო შენობა გაარემონტა და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია განახორციელა.

შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს განახლებული შენობა თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვა, აშენდა ახალი სასწავლო კოშკურა.

შს მინისტრმა სამმართველოს რეაბილიტირებული შენობა, სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, მეხანძრე-მაშველების სრული აღჭურვილობა და ახალი ავტოფარეხები დაათვალიერა.

განახლებულ შენობაში 46 მეხანძრე-მაშველი და ადმინისტრაციის 8 თანამშრომელი იმუშავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები