შს მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და თანამშრომლები დააჯილდოვა

57

ჩვენ, ერთად, მძიმე ზაფხული გამოვიარეთ, რომლის ფონზეც კიდევ უფრო გამოიკვეთა თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი და საქმისადმი თავდადება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომელმაც სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის დააჯილდოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის 21 თანამშრომელი სამინისტროს მედლით – „მამაცობისთვის“, ხოლო საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს 4 თანამშრომელი სამინისტროს მედალიონით -„განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დაჯილდოვდა.

შსს-ს ინფორმაციით, დაჯილდოების ცერემონიაზე ნაჩვენები იყო სხვადასხვა რეგიონში ხანძრების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ განხორციელებული, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ამსახველი ვიდეორგოლი.

ღონისძიებას შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დაჯილდოებული თანამშრომლების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები