LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შშს: ტყიბულში თბილისიდან სამთო მაშველთა ჯგუფი გაიგზავნა

86

ტყიბულის შახტაში მომხდარ შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

როგორც “ფორტუნას შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ტყიბულში მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისა უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი, ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ადგილზე მობილიზებულები არიან, როგორც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ასევე, სამართალდამცველები.

უწყების ცნობით, ტყიბულში შემთხვევის ადგილზე, დამატებითი სამთო მაშველთა ჯგუფი თბილისიდანაც მიემართება.

პირველად მონაცემებით, ტყიბულში, მინდელის შახტაში, სარემონტო სამუშაოების დროს, 4 მეშახტე გარდაიცვალა.

ტყიბულში უკვე გაემგზავრა ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები