LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: ბათუმში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილის ვინაობა დადგენილია

39

ბათუმში, 6 მაისის პარკში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გაიხსნა. შსს-ს ინფორმაციით, დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

გუშინ, 35 წლის მამაკაცი პარკის შესასვლელთან მანქანაში ჩაცხრილეს. მამაკაცმა მანქანით ცოლსა და შვილებს მიაკითხა, რომლის დროსაც ცეცხლი გაუხსნეს და რამდენჯერმე ესროლეს. დაჭრილი მისსავე მანქანით საავადმყოფოში წაიყვანეს, თუმცა ის გზაში გარდაიცვალა. მამაკაცს მრავლობითი ჭრილობები მუცლის, ორივე ბარძაყისა და დუნდულის არეში აღენიშნებლოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები