LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის დაკავებას ადასტურებს

37

შსს-მ გუშინჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას  შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შსს-ს თანამშრომლებმა  “ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული მ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს”.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე, ნაცნობს – 1973 წელს დაბადებულ ი.ძ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ მკვლელობის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები