LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს ევროკავშირში საქართველოს მართვის მოწმობის აღიარებაზე მუშაობს

124

შსს ევროკავშირში საქართველოს მართვის მოწმობის აღიარებაზე მუშაობს. ამის შესახებ  შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა, „ამბასადორიალი 2017“-ის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.

„უნდა გავააქტიუროთ მუშაობა ჩვენი მართვის მოწმობების აღიარების კუთხით, განსაკუთრებით, ევროკავშირის ქვეყნებში. ჩვენ ოფიციალურად დავიწყეთ დიალოგი რამდენიმე ქვეყენასთან და ახლა საჭიროა ამ მიმართულების უფრო აქტიურ ფაზაში გადაყვანა. ვფიქრობთ, რომ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობების ქუჩაში გატანა მოხდება და მართვის მოწმობის გამოცდა გართულდება, ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან ამ პროცესს,” – განაცხადა ხუციშვილმა და დასძინა, რომ მუშაობა მიმდინარეობს იმ კუთხით, რომ აღიარება მოხდეს ყველა მართვის მოწმობის.

ამასთან, მისი თქმით, ელჩებს გააცნობს იმ პრიორიტეტებს, რაზეც უწყება მუშაობს, როგორიცაა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, რეადმისიის თემები, საზღვრის დაცვა, საგანგებო სიტუაციები.