LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს გიორგი ჭანტურიაზე ზეწოლის ფაქტს უარყოფს

132

შსს გიორგი ჭანტურიაზე ზეწოლის ფაქტს უარყოფს და გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2018 წლის 17 იანვარს, საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სამართალდამცავებმა დააკავეს გიორგი ჭანტურია, რომელიც მოგვიანებით გათავისუფლდა.

გამოძიების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებებით, სხვა ფაქტებთან ერთად, გამოიკვეთა, რომ გიორგი ჭანტურია იყო ის პირი, რომელმაც სამსონ ქუთათელაძე მკვლელობამდე ნახა. შესაბამისად, გამოკითხვის დროს, ჭანტურიას სამართალდამცველებმა დაუსვეს ლოგიკური კითხვები მკვლელობასთან მის შესაძლო კავშირთან დაკავშირებით.

აღნიშნული არის დანაშაულის გამოძიების სტანდარტული და ფართოდ აპრობირებული ტაქტიკა. შესაბამისად, ყოველგვარი განცხადებები ზეწოლის შესახებ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და წარმოადგენს გიორგი ჭანტურიას ადვოკატის ტაქტიკას არასწორი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის.

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაელოდონ გამოძიების შედეგებს და თავი შეიკავონ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული განცხადებებისგან,“ – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის გამოძიებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები