LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: ირაკლი ოქრუაშვილზე თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია

62

შსს-ს ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილზე თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

გორში, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ირაკლი ოქრუაშვილს ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ცეცხლი გაუხსნეს. ოქრუაშვილის განცხადებით, იგი ამომრჩევლებს თანმხლებ პირებთან ერთად რკინიგზის სადგურის დასახლებაში ხვდებოდა, როდესაც მისი მიმართულებით ერთ-ერთმა ადგილობრივმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.

დაჭრილია ოქრუაშვილის თანმხლები ორი ადამიანი. ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები