LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ის გენინსპექციამ ბრალდებულზე შესაძლო ძალადობის შესახებ ინფორმაცია რეაგირებისთვის პროკურატურაში გადააგზავნა

47

სახალხო დამცველის მიერ ბრალდებულზე სავარაუდო ძალადობისა და მუქარის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, შსს განმარტებას აკეთებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-6 განყოფილების თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებულ ს.მ-ს დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებამდე, სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა დაკავებულის განმარტებით, ისინი დაკავებისას წაქცევის შედეგად მიიღო.

უწყებაში ასევე აცხადებენ, რომ შსს-ის გენერალურ ინსპექციაში შეტყობინება, რომელიც შესაძლო სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შესახებ ინფორმაციას მოიცავს და ორივე მათგანი ინსპექციამ თბილისის პროკურატურაში გადაგზავნა.

“მან, ასევე, წერილობით დააფიქსირა, რომ პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და უარი განაცხადა ფოტოგადაღებაზე. აღნიშნულის თაობაზე შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტმა აცნობა შსს-ს გენერალურ ინსპექციას და ქალაქ თბილისის პროკურატურას.

მიმდინარე წლის 26 სექტემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის იურისტმა შსს-ს გენერალურ ინსპექციის ცხელ ხაზზე – „126“ გააკეთა სატელეფონო შეტყობინება პოლიციის თანამშრომლების მიერ ერთ-ერთი დაკავებულის მიმართ ჩადენილი შესაძლო ძალადობის შესახებ. შეტყობინების მიღების შემდეგ, გენერალური ინსპექციის თანამშრომლები ორი დღის განმავლობაში ცდილობენ შეტყობინების ინიციატორთან დაკავშირებას, თუმცა ამ დრომდე მასთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება ვერ ხერხდება.

მიმდინარე წლის 27 სექტემბერს შსს-ს გენერალურ ინსპექციას განცხადებით მიმართა დაკავებულის ადვოკატმა. ვინაიდან აღნიშნული განცხადება და ასევე, 26 სექტემბერს ცხელ ხაზზე გაკეთებული შეტყობინება შეიცავს ინფორმაციას შესაძლო სისხლის სამართლებრივი დანაშაულის შესახებ, შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ ორივე მათგანი, შემდგომი რეაგირების მიზნით, ქალაქ თბილისის პროკურატურაში გადაიგზავნა.

სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს ბრალდებულისს მიმართ პოლიციელების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყებაზე წინადადებით მიმართა.

ომბუდსმენის ინფორმაციით, თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში და პენიტენციური დეპარტამენტის N8 დაწესებულებაში, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას, ბრალდებულმა განაცხადა, რომ 2017 წლის 22 სექტემბერს დაკავების შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში აღიარებითი ჩვენების მიცემის მიზნით განახორციელეს ფიზიკური ძალადობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები