LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს ხადას ხეობაში მოკლული ლორა სმიტის გაუპატიურების ვერსიაზეც მუშაობს

45

შინაგან საქმეთა სამინისტრო ხადას ხეობაში მოკლული ლორა სმიტის გაუპატიურების ვერსიაზეც მუშაობს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს. მათი განმარტებით, გამოძიება ექსპერტიზის დასკვნის მოლოდინშია.

„გამოძიება გაუპატიურების ვერსიაზეც მუშაობს და ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას“, – აცხადებენ შს სამინისტროში.

6 ივლისს, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები, ამერიკელი ცოლ-ქმარი რაინ და ლორა სმიტები, ასევე მათი 4 წლის ვაჟი, დუშეთის რაიონში, ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ. რამდენიმე დღეში კი, მათი ცხედრები იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი კონფლიქტის ნიადაგზე დახოცა. თავად ბრალდებული კი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აღნიშნავს, რომ სმიტები ორმა უცხო მამაკაცმა მოკლა, რომელიც სიმართლის თქმის შემთხვევაში მასაც აშინებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები