LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს კლუბების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშს არ ეთანხმება

111

 ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, არასამთავრობო სექტორის მიერ მომზადებულ დასკვნას, სადაც პოლიციის მიერ ძალის გადამეტებაზეა საუბარი  შსს არ იზიარებს. განცხადება სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა, ბექა დოჭვირმა გააკეთა.

“ჩვენ საზოგადოებას არაერთხელ მივაწოდეთ ინფორმაცია, მათ შორის საპარლამენტო ტრიბუნიდანაც, რომ კლუბში შესვლას ჰქონდა სათანადო სამართლებრივი საფუძველი, იმიტომ რომ ამ კლუბებში იყიდებოდა ნარკოტიკული საშუალებები. რაც შეეხება კვლევაში მითითებულ დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ძალა არაპროპორციულად იყო გამოყენებული, ამას არ ვეთანხმებით, იქიდან გამომდინარე, რომ კლუბის ფართობის გათვალისწინებით მობილიზებული იყო იმ რაოდენობით სამართალდამცველები, რაც აუცილებელი იყო იქ მყოფი ადამიანების უსაფრთხოების დასაცავად.

ინფორმაცია გვქონდა, შესაბამისი წყაროებით ჩანაწერები გაკეთებულია და სწორედ აქედან გამომდინარე მოხდა კლუბში ჩხრეკის იმ პერიოდში ჩატარება, რა დროსაც მოხდა. რაც შეეხება ნარკოტიკულ საშუალებებს, ისინი კლუბის ტერიტორიდან ამოღებულია, უბრალოდ, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები,” – განაცხადა ბექა დოჭვირმა.

მისივე თქმით, შს სამინისტრო მოქმედებდა კანონის სრული დაცვით, ჰქონდა სასამართლოს განჩინება და ინფორმაცია, ხოლო შესაბამისი მოქმედებები ამის მიხედვით ჩატარდა.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“  და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მომზადებული ერთობლივი ანგარიშის მიხედვით, თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებები სახელმწიფოს რეპრესიული აპარატის და ძალის დემონსტრირებაზე იყო გათვლილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები