LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ 1 პირი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავა

30

სამართალდამცავებმა თბილისში ერთი პირი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 თებერვალს ბრალდებული ქალაქ გორში, სტალინს ქუჩაზე მდებარე ერთერთ მაღაზიაში შეიჭრა და იარაღის მუქარით ფულს და მობილურ ტელეფონს დაეუფლა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა,“ – წერია შსს-ს განცხადებაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას გატაცებული მობილური ტელეფონი და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები