LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ 112-ის მობილური აპლიკაცია შექმნა

76

შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის დეპარტამენტმა ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიებზე აგებული პროექტი 112-ის მობილური აპლიკაცია შექმნა.

შსს-ის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირს, შესაძლებლობა ექნება, ჩამოტვირთოს და ისარგებლოს 112-ის მობილური აპლიკაციით.

აპლიკაციის მთავარ უპირატესობას მოქალაქის ადგილმდებარეობის დაუყოვნებლივ განსაზღვრა წარმოადგენს, რაც საგრძნობლად შეამცირებს საგანგებო სამსახურების შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს.

აპლიკაციას აქვს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიცაა ჩუმი განგაშის გაგზავნა 112-ში (SOS) და ოპერატორთან მიმოწერა („ჩატი“).

ამ ფუნქციების გამოყენება მომხმარებელს შეუძლია ისეთ შემთხვევებში, როდესაც არ აქვს საუბრის საშუალება ან ზარის განხორციელებით საფრთხე ექმნება.

აპლიკაცია უფასოა, აქვს IOS-ისა და Android-ის პლატფორმების მხარდაჭერა და ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ და რუსულ ენებზე.

მობილური აპლიკაციით გადაუდებელი დახმარების ცენტრთან დაკავშირება მსოფლიოს მხოლოდ 13 ქვეყანაშია დანერგილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები