LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ ბათუმში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

85

შსს-ის ინფორმაციით, ბათუმში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 229-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიით, გაზით, ნავთობით ან ნავთობპროდუქტებით სარგებლობის წესების დარღვევას გულისხმობს. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში “112”-დან 14:44 სთ-ზე შევიდა შეტყობინება ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებმა მიღებულ შეტყობინებაზე​ დაუყოვნებლივ მოახდინეს რეაგირება და 3 წუთში შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ. გორგილაძის ქუჩაზე 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 45-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. მომხდარის შედეგად, 5 პირი დაშავდა, მათ შორის, 2 მცირეწლოვანი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მეხანძრე-მაშველებმა კორპუსში მყოფი ადამიანების ევაკუაცია განახორციელეს. ამ ეტაპზე ღია ცეცხლი არ ფიქსირდება. მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები,”- წერია განცხადებაში.

აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილის გიორგი მესხის განცხადებით, ბათუმში მდებარე კორპუსში აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. შემთხვევის შედეგად დაახლოებით 9 ოჯახი დაზარალდა, 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები