LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ ბოლო 4 თვეში უკანონო ბრუნვიდან 18 კილოგრამი ნარკოტიკი ამოიღო

87

სამართალდამცველებმა ბოლო 4 თვეში მთელი ქვეყნის მასშტაბით უკანონო ბრუნვიდან ამოიღეს 18 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალებები, სხვადასხვა სახის ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება. ამის შესახებ შსს-დან იუწყებიან.

უწყების ცნობით, ნარკოდანაშაულისთვის პასუხისგებაში მიცემულია 754 პირი, მათ შორის 394 პირი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და, ასევე, რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში ნარკოდანაშაულისთვის ირანის 3 მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ  დაკავებულების ფეხსაცმელების ძირებში დამალული 6 შეკვრად დაფასოებული 1 კილო და 120 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

„დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ – აცხადებენ უწყებაში.

სამართალდამცავებმა თბილისსა და ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის ირანის კიდევ 3  მოქალაქე  დააკავეს. დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 647,34 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ გადამალული 290 გრამი  ჰეროინი.  მათ მიერ ჩადენილი დანაშაულიც ასევე, 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„იმერეთში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ერთი პირია დაკავებული. მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენაშენახვაგასაღებაში და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენაშენახვაში ედება ბრალი.   დანაშაული 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგადნივთმტკიცებად ამოღებულია  ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალებასუბოქსინის“ 780 აბი,  6  შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებაჰაშიში“,  51 საბრძოლო ვაზნა და 15 ათასი ლარი, რომელიც ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად არის მიღებული,“ – აცხადებენ შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 24 აპრილამდე,  მთელი ქვეყნის მასშტაბით, ამოიღო:

2 კილო და 600 გრამი ჰეროინი, 723 გრამი კოკაინი, ბუპრენორფინის შემცველი 3000 აბი,  1 კილო და 355 გრამი „მდმეი“, 650 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება, 318 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება,   130 გრამი მორფინი და სხვა ნარკოტიკული საშუალებები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები