LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

38

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ლენტეხის რაიონის სოფელ სასაშის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ჩხრეკისას ამოიღეს: „აკს“-ის და „აკმ“-ის მოდელების 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი, 145 საბრძოლო ვაზნა, „საიგას“ მოდელის და „სვდ“-ს ტიპის 2 შაშხანა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები