LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ “ეროვნული ერთობის” მუქარის შემცველ მოწოდებებზე გამოძიება დაიწყო

155

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს ეროვნული ერთობის“ მიერ გამოთქმული მუქარის განცხადებებზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 13 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნული ერთობის“ მიერ, აქციის მიმდინარეობისას გამოთქმული მუქარის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

„სამართალდამცველები გამოძიების ფარგლებში მოახდენენ კონკრეტული პირების გამოკითხვას და ჩატარდება კანონით გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო მოქმედება“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

“საქართველოს ეროვნულმა ერთობამ”, თავის მხრივ, “ფეისბუკზე” გამოაქვეყნა განცხადება, სადაც საუბარია, რომ დაკითხვაზე დაიბარეს მათი ლიდერები –  გიორგი ჭელიძე და თორნიკე ვაშაკიძე.

“ეხლა განხორციელდა ზარი შსს-გან. მოძრაობის მეთაური გიორგი ჭელიძე და ,, შავპერანგიანთა” ასმეთაური თორნიკე ვაშაკიძე სასწრაფო წესით დაბარებულნი არიან თბილისის პოლიციის სამმართველოში კორნელი კეკელიძის ქუჩა 1 ( ,, კაპეზეს” შენობა – წინასწარი დაკავების იზოლატორი). მოძრაობის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე” – წერს “ეროვნული ერთობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები