LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ “ევროპაბეთის” ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავა [ვიდეო]

81

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე ტოტალიზატორის “ევროპაბეთის” ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 2 იანვარს თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე ტოტალიზატორის – „ევროპაბეთის“ შენობაში შეიჭრნენ, მოლარეს იარაღის მუქარით 165 000 ლარამდე თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ორი პირი თბილისში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – ე.წ. „სტარტოვკა“, მჭიდი, 7 ვაზნა და გატაცებული თანხის დიდი ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო. ასევე, ამოღებულია მოტოციკლი, რომელიც ბრალდებულებმა დანაშაულის ჩასადენად გამოიყენეს და ნივთები, რომლებიც, პირველადი ინფორმაციით, გატაცებული თანხით არის შეძენილი,” – წერია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები