LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ გამოძალვის ბრალდებით ოთხი პირი დააკავა

87

სამართალდამცველებმა  წარსულში ნასამართლევი პირები: 1991 წელს დაბადებული გიორგი ლ, 1990 წელს დაბადებული გიორგი მ, 1984 წელს დაბადებული ვლადიმერ მ. ჯგუფურად გამოძალვის, ხოლო 1957 წელს დაბადებული მიხეილ ჯ. გამოძალვაში დახმარების ბრალდებით თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოქალაქეს 55 000 ლარს სძალავდნენ.

გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად გამოძალვის და გამოძალვაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები