LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

106

შსს-მ ლუბლიანას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.  უწყების ცნობით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე ოჯახური კონფლიქტი იყო, რის შემდეგაც საპატრულო ეკიპაჟი შემთხვევის ადგილზე მივიდა.

“წინასწარი ინფორმაციით, მითითებულ მისამართზე შეიარაღებული პირი იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ 1961 წელს დაბადებული ბ.ბ. ყოფილ მეუღლეზე – 1961 წელს დაბადებულ ნ.კ.-ზე ძალადობდა. ბ.ბ.-მ პოლიციელების დანახვისთანავე ცეცხლი გახსნა და მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. ამის შემდეგ, ამავე იარაღიდან გასროლით, მან სახის არეში დაჭრა ყოფილი ცოლი. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა საპასუხო გასროლა განახორციელა, რის შედეგადაც ბ.ბ.-მ, წინასწარი ინფორმაციით, სხეულის დაზიანება მიიღო. ორივე დაჭრილი დაუყოვნებლივ იქნა საავადმყოფოში გადაყვანილი. ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.”-ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები