LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა

24

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1966 წელს დაბადებული ნ.ბ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს – 1970 წელს დაბადებულ მ.ს.-ს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით)“,- აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები