LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ ნარკოდანაშაული გახსნა

31

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისთვის ნასამართლევი ი.დ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალების 11 აბი და 16 ნატეხი ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, 0,1448 გრამ ბუპრენორფინს შეიცავს.

შსს-ს ცნობით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები