LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავა

85

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ირანის მოქალაქე დააკავა.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება: 48,2811 გრამი კოდეინი, 1 კგ. და 112 გრამი მორფინის მარილი და 3,5006 გრამი თებაინი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები