LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავა

34

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბათუმში ნარკოდანაშაულისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როცა მან თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, 10 000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ, ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინის“ 996 აბი მიჰყიდა, რომლის საერთო წონა, ექსპერტიზის დასკვნით, 50,2697 გრამია.

პოლიციამ ფული და დაკავებულის მიერ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები