LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ ნარკორეალიზატორი დააკავა

25

შსს-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით 1975 წელს დაბადებული რ. გ. დააკავა.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, რ.გ.-მ ნარკოტიკული საშუალება მოქალაქეს მიჰყიდა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 3 შეკვრად დაფასოებული 0,4773 გრ ჰეროინი და 7 აბი „ტრამადოლი“ ამოიღეს. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხის ნაწილი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები