LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა [ვიდეო]

14

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით ოზურგეთში 1 პირი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა, ოჯახის არასრულწლოვანი წევრის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას, რომელმაც მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა საკუთარ დედას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა წარსულშიც რამდენჯერმე მიაყენა.

დაკავებული ჩადენილს აღიარებს.

გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები