LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ ორსული ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

86

სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით, რუსთავში ერთი პირი დააკავეს. ის უკვე იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 9 თვის ორსულ მეუღლეს. დაკავებულმა მსგავსი ქმედება გასულ წელსაც ჩაიდინა, რის გამოც პოლიციამ მის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოწერა. გამოძიება ორსული ქალის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები