LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ ქურდობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

25

შსს-მ ქურდობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ნინოწმინდის რაიონის სოფელ კონდურაში, 1 პირი დააკავა.

დაკავებულმა ერთ-ერთი ლომბარდიდან მობილური ტელეფონი მოიპარა. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნაქურდალი ტელეფონი, ხოლო სახლის ეზოდან – არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები