LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ რუსთავი 2-თან მომხდარი ინციდენტის გამო 5 პირი, მათ შორის, ლადო სადღობელაშვილი დააკავა

71

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან” მომხდარი ინციდენტის გამო 5 პირი სისხლის სამართლის წესით დააკავა, – ამის შესახებ უწყების პრესსამსახურში აცხადებენ. დაკავებულებს შორისაა ლადო სადღობელაშვილიც.

„2018 წლის 19 მარტს, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით „ქართული მარშის“ წევრები: მ.ა. ვ.ს. ი.დ. გ.ო. და ლ. ნ. დაკავებულები არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ხულიგნობა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ). დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით – მიმდინარეობს მოწმეთა და თვითმხილველთა დაკითხვა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას და რეაგირებას მოახდენს ძალადობის თითოეულ ფაქტზე, მიუხედავად ძალადობის მოტივისა,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან „ქართული მარშის” წევრები გიორგი გაბუნიას მიერ ეთერში გაკეთებულ შემდეგ რეპლიკას აპროტესტებდნენ.