LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ სამეგრელოში დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

92

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით  1981 წელს დაბადებული პირი დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების განცხადებით, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება “სუბოქსინის” 45 აბი ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები