LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

36

გურიის პოლიციის თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით ბრალდებულმა ოზურგეთში თი-ბი-სი ბანკის კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დააზიანა, საიდანაც 2 ათასამდე ლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ დამნაშავე შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, მოპარული ფული და დანაშაულის ჩადენის ხელსაწყოები – სახრახნისი, ჩაქუჩი, ბრტყელტუჩა და ძალაყინი, ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები