LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, დაკავებულია 15 პირი

124

იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე 15 პირი პასუხისგებაში მიეცა.  შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები  სვანეთში, კახეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოსა და თბილისში ჩატარდა.უწყების ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ამოიღეს: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი “კალაშნიკოვი”, ორი მცირეკალიბრიანი შაშხანა, ექვსი პისტოლეტი, სამი სანადირო თოფი, ორი ე.წ. აბრეზი, 602 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა და ექვსი მჭიდი.

სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარუდგინეს პოლიციას. სულ ჩაბარებულია: სამი გადაჭრილი სანადირო თოფი, 19 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სამი მჭიდი, სხვადასხვა სახის იარაღისთვის განკუთვნილი 258 ვაზნა და ერთი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი.

აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით – ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები