LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ უკანონოდ გაჩეხილი წიწვოვანი ჯიშის ხეები ამოიღო

43

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამცხე-ჯავახეთში, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს. სამართალდამცველებმა ახალციხის რაიონის სოფელ წნისთან, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს ავტომანქანა, რომელშიც წიწვოვანი ჯიშის ნორჩი ხეები და ტოტები აღმოჩნდა. დაკავებულმა მათი კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ვერ წარმოადგინა.

გამოძიება ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 303-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას, ორ წლამდე ვადით გამასწორებელ სამუშაოს ან ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები