LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-მ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

39

ქართველმა სამართალდამცველებმა ანკარის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს. 40 წლამდე ასაკის თურქეთის მოქალაქის აყვანა საკონტროლო გამშვები პუნქტ „წითელ ხიდთან“ მოხდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას შსს ავრცელებს:

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს 1-ლი განყოფილების საკონტროლო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, ანკარის ინტერპოლის მიერ 2015 წლიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის მოქალაქე 1977 წელს დაბადებული იასარ ო. დააკავეს.

იასარ ო.-ს ბრალად ედება თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 149/1-ა-ც-ე, 35/2-ე, 62-ე, 62/1-ე, 53/1-ე, 53/2-ე, 13/1, 59-ე, 62/1-ე, 456-ე, 456/2-ე, 457/1-ე, 71-ე, 86/2-ე, 125/1-ე, 29-ე, 58/2 ბ-ე და 58/6-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს: შეიარაღებულ ძარცვა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, ჯანმრთელობის დაზიანება, ოფიციალური დოკუმენტების გაყალბება.

ამჟამად იასარ ო.-ს მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები