LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია„ძალა ერთობაშია“ ინიციატივის განხორციელება საოკუპაციო ზოლთან

97

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საზოგადოებრივი მოძრაობის – „ძალა ერთობაშია“ ინიციატორებსა და ორგანიზატორებს შეხვდნენ, რომლებიც საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე პერმანენტულ გადაადგილებას გეგმავენ.

უწყების წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზატორებს ის რისკები და გამოწვევები განუმარტეს, რომლებიც მათ ინიციატივას უკავშირდება.

”საოკუპაციო ზოლთან ინტენსიურად მუშაობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და შსს-ს დანაყოფები, რომლებიც მონიტორინგის შესაბამისი ფუნქციებით არიან აღჭურვილნი.

საოკუპაციო ზონა არის მაღალი რისკის არეალი, სადაც მსგავსი ტიპის გადაადგილება საფრთხის შემცველია. ამიტომ, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია საზოგადოებრივი მოძრაობის – „ძალა ერთობაშია“ ინიციატივის განხორციელება” – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამოქალაქო მოძრაობა “ძალა ერთობაშია”-ს აქტივისტები საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ყარაფილაში ჩავიდნენ და მცოცავი ანექსია გააპროტესტეს. აქტივისტები საოკუპაციო ზოლთან სამართალდამცველებთან ერთად, 3-კაციანი ჯგუფებით პატრულირებას გეგმავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები