LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს: მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე გარდაცვლილმა სავარაუდო დამნაშავისთვის შემაკავებელი ორდერის გამოცემა მოითხოვა

39

ვაკეში მოკლული 25 წლის გოგონა ექსპერტიზის ბიუროდან მის სოფელში, თელავის რაიონში გადაასვენეს. მოკლულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მკვლელობაში ბრალდებული ძალოვანი უწყების ყოფილი თანამშრომელი იყო. გარდაცვლილის ბებიის მერი გობაძის განცხადებით, ყოფილი სიძე მეუღლეზე ძალადობდა, სცემდა და განქორწინების შემდეგ, შვილის მოკვლით ემუქრებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით მორიგი გაანცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ მკვლელობამდე გარდაცვლილმა პოლიციას მიმართა და დედასთან ერთად, სავარაუდო დამნაშავისთვის შემაკავებელი ორდერის გამოცემა მოითხოვა.

უწყების ცნობით, პოლიციაში მკვლელობის შესახებ შეტყობინება ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს გოგო უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

მკვლელს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.

შეგახსენებთ, შემთხვევა გუშინ, 13 აპრილს, დაახლოებით 7 სააათზე, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე მოხდა. ახალგაზრდა ქალს ყელი შვილების თანდასწრებით გამოჭრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები