LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს პროკურატურის მოცემულობის ბოლომდე მიყვანას ცდილობს – ზაზა სარალიძე

39

შინაგან საქმეთა სამინისტრო ცდილობს პროკურატურის მოცემულობის ბოლომდე მიყვანას მეორე ინსტანციაში, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ საქმეზე საუბრისას განაცხადა.

„ჯერჯერობით გამოძიებაში არანაირი სიახლე არ არის. რაც მაქვს ბოლო ინფორმაცია, შსს ცდილობს პროკურატურის მოცემულობის ბოლომდე მიყვანას მეორე ინსტანციაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს სურს გაბათილდეს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ეკა არეშიძის განაჩენი,” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები