LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის უფროსი ბრალდებულის დაკავებისას დაჭრეს

42

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის უფროსი ბრალდებულის დაკავებისას დაჭრეს. რევაზ ქობულია ერთ-ერთ დანაშაულში სავარაუდო ბრალდებულის დაკავებისას დაჭრეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, პოლიციის უფროსის დაჭრას, წინ უძღოდა წყალტუბოს რაიონში კიდევ ერთი დაჭრის ფაქტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა დაადგინეს და როდესაც თემურ გ.-ს დასაკავებლად მივიდნენ, სავარაუდო ბრალდებულმა მიმალვა სცადა. ტერიტორიაზე სამართალდამცველების შესვლის შემდეგ, თემურ გ-მ პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც დაჭრილია წყალტუბოს პოლიციის უფროსი რევაზ ქობულია. ორმხრივი სროლის შედეგად ასევე დაჭრილია თემურ გ-ც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები