LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ს მაშველებმა თეთნულდიდან პოლონელი ტურისტები ჩამოიყვანეს

24

შსს-ს მაშველებმა მწვერვალ თეთნულდიდან პოლონელი ტურისტები უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ მესტიაში, მწვერვალ თეთნულდზე, მყოფ 2 პოლონელ ტურისტს დახმარება სჭირდებოდა. ერთ-ერთი მათგანი, ჯანმრთელობის პრობლემის გამო, გადაადგილებას ვეღარ ახერხებდა.

შსს-ს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამთო-სამაშველო ქვეგანყოფილების მაშველები, შეტყობინების მიღებისთანავე, 3 950 მეტრის სიმაღლეზე მყოფი ტურისტების დასახმარებლად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაფრინდნენ. ღამით, რთული მეტეოროლოგიური და კლიმატური პირობების გამო, ტურისტების უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა ვერ მოხერხდა. შსს-ს ინფორმაციით, მაშველები, მთელი ღამის განმავლობაში, ტურისტებთან ერთად იმყოფებოდნენ და შეუძლოდ მყოფ პირს დახმარებას უწევდნენ.

გამთენიისას, წარმატებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, პოლონეთის ორივე მოქალაქე მწვერვალ თეთნულდიდან უსაფრთხო ადგილზე უვნებლად ჩამოიყვანეს. შსს-ში განმარტავენ, რომ ამჟამად, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები