LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ს მაშველებმა თუშეთში მწყემსი გადაარჩინეს

75

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების და თბილისის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველებმა, თუშეთში მწყემსი გადაარჩინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ თუშეთში, სოფელ შავწყალაში, ადგილობრივი მწყემსი ღრმა ხევში ჩავარდა და დახმარებას საჭიროებდა.

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა სამაშველო ჯგუფი. ღონისძიებაში ჩაერთო შსს–ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. მაშველებმა მწყემსი მალევე იპოვეს და ხევიდან უვნებლად ამოყვანეს.

მამაკაცს ხევში ჩავარდნის დროს მცირე ტრავმები ჰქონდა მიღებული. იგი ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს და საავადმყოფოში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები