LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ს თანამშრომლებმა 4 პირი 46 მეტრი რკინიგზის ლიანდაგის მოპარვისას დააკავეს   

47

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებმა 1976 წელს დაბადებული შ.ფ., 1981 წელს დაბადებული თ.გ., 1983 წელს დაბადებული ლ.ა. და 1992 წელს დაბადებული ნ.ბ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სამართალდამცველებმა ბრალდებულები ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალ აბასთუმანში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი საქართველოს რკინიგზის კუთვნილი 46 მეტრი სიგრძის ლიანდაგების მოპარვას ცდილობდნენ.

ოთხივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები