LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ს თანამშრომლებმა ე.წ. „კანონიერი ქურდი“ დააკავეს

59

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი, ბელარუსის რესპუბლიკის მიერ დეპორტირებული ე.წ. „კანონიერი ქურდი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. სამართალდამცავებმა ბრალდებული იმ დროს დააკავეს, როდესაც ბელარუსის რესპუბლიკიდან საქართველოში ჩამოფრინდა.

მის მიერ ჩადენილი დანაშაული  7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული 1993 წლიდან .. „ქურდულ სამყაროში“ აღიარებულიაკანონიერ ქურდად“. ასევე დადგინდა, რომ იგი ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში იმყოფებოდა და .. „ქურდულ გარჩევებშიაქტიურად მონაწილეობდა,“ – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება კანონიერი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები