LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ს თანამშრომლებმა სოფელ ვაშლოვანში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაზარალებულები გადაარჩინეს

213

შსს-ს თანამშრომლებმა სოფელ ვაშლოვანში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაზარალებულები გადაარჩინეს
ხულოს რაიონის სოფელ ვაშლოვანში, 5 ოჯახის საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიასთან ტყის მასივი დაიძრა და მეწყერი ჩამოწვა, რამაც მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა.

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებთან ერთად, საცხოვრებელი სახლებიდან 16 მოქალაქე გამოიყვანეს, მათ შორის, 3 მცირეწლოვანია. ამ დროისთვის ყველა მათგანი ამავე სოფლის ტერიტორიაზე უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.

პოლიციის თანამშრომლები, მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ მეწყერთან ერთად ჩამოტანილი ხეებისგან აღნიშნული ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები