LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ს წყალზე მაშველებმა 12 საათის განმავლობაში ურეკში 52 ადამიანი გადაარჩინეს

100

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ურეკში, შავი ზღვის სანაპირო ზოლის კილომეტრნახევრიან მონაკვეთზე, 12 საათის განმავლობაში, 52 მოქალაქის გადარჩენა შეძლეს. მათ შორის იყო საქართველოს 25 და უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე.

შსს-ს მაშველების პროფესიონალური და ოპერატიული რეაგირების შედეგად, ყველა სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მაშველების მიერ გადარჩენილთა შორის ყველაზე უმცროსი 4 წლის გოგონა, ყველაზე ასაკოვანი კი 84 წლის მამაკაცი იყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები