LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, შოთა ხიზანიშვილმა, ციხე დატოვა

40

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მაღალჩინოსანმა, შოთა ხიზანიშვილმა, ციხე დატოვა. მას სასჯელის ვადა ამოიწურა. ე.წ. მატროსოვის ციხესთან მას ახლობლები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

შოთა ხიზანიშვილს უფლებამოსილების გადამეტების მუხლით წელიწად-ნახევარი ჰქონდა მისჯილი, გაფლანგვის მუხლში კი გამართლდა.

შოთა ხიზანიშვილს პროკურატურა დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას და უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდა.

შოთა ხიზანიშვილს რამდენიმე წლის წინ იყო შსს-ს ადმინისტრაციის უფროსი, შს მინისტრის მოადგილე, დედაქალაქის მერის, გიგი უგულავას, მოადგილე. ბესიკ სურმავას საქმეზე, ე.წ. მოსმენების ეპიზოდზე დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსანი გირაოთი იყო გათავისუფლებული და 2015 წელს ის სასამართლო დარბაზში დააკავეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები