LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შსს-ში გამოკითხვაზე 51-ე სკოლის მოსწავლე იმყოფება

37

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე ლევან დადუნაშვილის მეგობარი მივიდა. 51-ე სკოლის მოსწავლე შსს-ში მშობელთან და ადვოკატთან ერთად იმყოფება. მოზარდის ინტერესების დამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ხელახალი გამოძიების ფარგლებში, უკვე მეორედ დაიბარეს შსს-ში, თუმცა უფლებადამცველი არ აკონკრეტებს, რა არის ხელმეორედ გამოკითხვის მიზეზი და მიაწვდის თუ არა არასრულწლოვანი გამოძიებას რაიმე ახალ ინფორმაციას.

შსს-ში გამოკითხვაზე ამ დრომდე იმყოფება ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა, ზაზა სარალიძე.

გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძე, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეულიც მივიდნენ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროდან დაუკავშირდნენ, სადაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შეხვედრა გაიმართება. მათივე თქმით, შეხვედრა სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები